როგორ და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის - ცნობილი ნეიროფსიქოლოგის რჩევები
04-11-2016
თუ ბავშვისთვის დღის გადანაწილების სწავლება სკოლისთვის მომზადებას ნიშნავს, მაშინ დაგეთანხმებით, რომ ამის გაკეთება 2-3 წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ. 

ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს, რომ დილით უნდა ისაუზმოს, შემდეგ მოდის სადილი, საღამოს ვახშამი და ა.შ. სწავლობს ასევე რომ ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ სხვა ტანსაცმელი აცვია, სტუმრად კი სულ სხვა რამეს იცვამს.

რა თქმა უნდა, თვლა და ასოების ცნობაც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ არა 2-3 წლის ასაკში, ეს მოგვიანებით უნდა გავაკეთოთ. ამის გაკეთებას 5 წლიდან გირჩევთ. 

ბავშვს ვეკითხებით მაგალითად, რა ყვავილია ეს, რამდენი ფოთოლი აქვს მას და ა.შ. ასე ბავშვი თან სეირნობს, ერთობა და თან სწავლობს ამა თუ იმ საგნის დახასიათებას. ეს არის ნამდვილი, ჯანსაღი შემეცნებითი პროცესი, რომელიც ბავშვს არანაირ სტრესს არ მიაყენებს. 
მე გირჩევთ, ბავშვები სკოლაში 6-7 წლის ასაკში მიიყვანოთ, არავითარ შემთხვევაში 5. 

იქამდე შეგიძლიათ ატაროთ სხვადასხვა წრეზე, ცეკვაზე, ხატვაზე, ტანვარჯიშზე, კი ბატონო, მაგრამ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, შეეშვით თვლას, ანგარიშსა და წერა-კითხვას. მე არ ვსაუბრობ ბავშვებზე, რომლებიც 4 წლის ასაკში თავად იჩენენ ინიციატივას და სწავლობენ კითხვას. ვამბობ მხოლოდ იმას, რომ სპეციალურად ამის სწავლება არ არის მიზანშეწონილი.  ყველაფერს თავისი დროს აქვს, თქვენი შვილი უცოდინარი არ დარჩება.

ნუ იჩქარებთ თქვენი შვილის სკოლაში დროზე ადრე მიყვანას, დაიმახსოვრეთ, მთავარია თქვენ გყავდეთ ჯანმრთელი შვილი, თვლას კი ის აუცილებლად ისწავლის, ერთი სიტყვით, დაანებეთ ბავშვებს თავი!

წყარო: mshoblebi.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203