ოროჯალარის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის ორგანიზებით, სასკოლო ვიქტორინა ჩატარდა
25-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-11 კლასის ორგანიზებით, სასკოლო ვიქტორინა ჩატარდა. მასში მე-7, მე-8,მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, 1-ელი ადგილი მე-10 კლასმა, ხოლო მე-2 ადგილი მე-7 კლასმა დაიკავა. ასევე, ბრწყინვალედ იასპარეზა  მე-9 კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებული კლასები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. ორგანიზებაში მოსწავლეებს მასწავლებლები გაიანე ნორსოიანი და ნარინე ჯაღაცპანიანი დაეხმარნენ. მე-11 კლასმა, სასკოლო ვიკტორინის ორგანიზებისა და წარმატებულად ჩატარებისთვის, დიპლომი დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203