დმანისის N2 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნახატების კომპოზიცია - „შემოდგომის სურათები“ შექმნეს
25-11-2022
დმანისის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო საშემოდგომო აქტივობები მოეწყო. 

ერთ-ერთი ასეთი მე-4 კლასში გაიმართა. მოსწავლეებმა, ქართული ენის პედაგოგის ნათელა მანთაშაშვილის ხელმძღვანელობით, ნახატების კომპოზიცია - „შემოდგომის სურათები“ შექმნეს. შემდეგ თითოეულ სურათს თავისი შესატყვისი ლექსი თუ ჩანახატი მიუწერეს.

ბოლოს ნამუშევრები აკინძეს და ძალიან ლამაზი, ორიგინალური წიგნი გამოუვიდათ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203