აფხაზეთის N14 სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს პოეზიის საღამო მიეძღვნა
25-11-2022
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეების თიკო საბულუასა და ნანა თოდუას თაოსნობით, ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა.

მის მიმდინარეობაში სხვა კლასის მოსწავლეებიც დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ - მათ პოეზიის საღამო მოაწყვეს, „პოეტების მეფის“ ლექსები წაიკითხეს, მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203