ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტში წარმატებას მიაღწიეს
25-11-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის კონკურსში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, II, III, IV, V, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ. 

შესარჩევ კონკურსში ოთხი გუნდი შეირჩა, მათგან ორმა შიდა სასკოლო ჩემპიონატში გაიმარჯვა. შემდეგ კი რეგიონულ პირველობაში ჩაერთნენ. მათ ღირსეულად ისაპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და შესაბამისი შედეგი დააფიქსირეს. 

გუნდმა „ლომები“ მე-5, ხოლო გუნდმა ,,ჭკვიანები“ მე-6 ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

„მოსწავლეების შედეგებით კმაყოფილი დავრჩით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203