ნენიის საჯარო სკოლის გარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
21-11-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. ამისთვის კი სკოლის დირექცია ყველაფერს აკეთებს.
ამჟამად, სკოლაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია. სოფლის მაცხოვრებლები და მოსწავლეები ამ სივრცით სარგებლობას - სპორტული აქტივობების განხორციელებას, ძალიან მალე შეძლებენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებაზე, ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს