აგარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
25-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათ სკოლაში შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა აქვთ.
ამჯერად სკოლაში, ინგლისურ ენაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მოსწავლეები გუნდებად დაიყვნენ და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.