კულიკამის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
25-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებლემა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.

კლასი ბუშტებითა და შესაბამისი დეჯკორაციით იყო მორთული. პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203