ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
25-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში შემოდგომას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ სკოლის ტერიტორია გულმოდგინედ დაალაგეს და დაასუფთავეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ყველა ნათლად აცნობიერებს. ამ მიზნით კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203