ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ვიკტორია კარაპეტიანი საინტერესო პროექტში მონაწილეობს
25-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში დიდი ინტერესით ერთვებიან.

მოსწავლე ვიკტორია კარაპეტიანი პროექტში - „მოხალისე წყლის ადვოკატები“ მონაწილეობს. მას ჰელფინგ ჰენდი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ახორციელებს. 

მოსწავლე ამბობს, რომ წყლის სისუფთავის დაცვა და შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და თანატოლებს მოვუწოდებს, რომ გარემოს სისუფთავეზე იზრუნონ, ასევე, დაზოგონ წყალიც.

აღსანიშნავია, რომ ვიკტორია კარაპეტიანი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203