ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, მაგიდის ჩოგბურთში, გორის მუნიციპალურ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა
25-11-2022

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა შეჯიბრში რთავენ. 

ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს. 

ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებული მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრი, 2008 წელს დაბადებულ გოგონათა შორის, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულები არიან - ქეთი დოიჯაშვილი, ნინო კასრაძე და მარიამ  წერეთელი.

სკოლა ულოცავს მათ პირველი ადგილის მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებას.

მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი ემზარ მამისაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203