ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
25-11-2022

ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, აქტივობებს თუ კონკურსებს სთავაზობენ. 

ამჯერად, ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. 

შიდასასკოლო თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მონაწილე მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობითა და საზრიანობით. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203