მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
25-11-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლექსებით, სიმღერით, ცეკვითა და საშემოდგომო სამუშაოებთან დაკავშირებული აქტივობებით დატვირთული ღონისძიებით გააცილეს სკოლის II, III და IV კლასის მოსწავლეებმა ბარაქიანი შემოდგომა.

სკოლის დირექტორმა, ნინო ნიკოლეიშვილმა, მოწვეულმა სტუმრებმა - სამტრედიის რესურსცენტრის წარმომადგენელმა - ალექსანდრე თევზაძემ და სამტრედიის „მაცნეს“ ჟურნალისტმა ნათია ნაცვლიშვილმა შთამბეჭდავი ღონისძიების ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორს - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს, სოფიკო ფრანგიშვილს, კლასის ხელმძღვანელებს - ნინო ჭანტურიას, მარინა ოჩხიკიძეს, ნინო ქარციძესა და მუსიკის მასწავლებელ მერი ტკვაცირიას, მონაწილე მოსწავლეებსა და მშობლებს და მათ მრავალი ბარაქიანი და ხალისიანი შემოდგომა უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203