„ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ - ჭოგნარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
25-11-2022

ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. 

მასწავლებელმა, თამუნა ქორიძემ სკოლაში ჩაატარა პროექტი - „ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

მან მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში წაიყვანა, რათა ბავშვებს გაეცნოთ სამტრედიისა საამაყო შვილის - ქართველი ერის სასიქადულო მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ცხოვრება და მოღვაწეობა.

მოსწავლეები სახლ-მუზეუმიდან ახალი ინფორმაციით, ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203