ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავ ღონისძიებაზე წარმოადგინეს
25-11-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

19 ნოემბერს, ტყემლოვანის საჯარო სკოლაში შემოდგომას მიუძღვნა ღონისძიება, რომელშიც მთელი სკოლა იყო ჩართული.

„წელიწადის დროებში ყველაზე მეტად შემოდგომა გამოირჩევა თავისი ულამაზესი ფერებით. ყოველდღე ამატებს თითო ფერს ბუნება, თითქოს მხატვარია და ულამაზეს ნახატებს გვთავაზობს. წელიწადის ეს დრო განსაკუთრებიულია ფერთა სიუხვით“, - გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ნამდვილი დღესასწაული გაიმართა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ნიჭი და შესაზლებლობები წარმოაჩინეს. 

„ყველა კუთხის ნობათი, ჩაცმულობა და კერძები იწონებდა თავს. ხილისა და ბოსტნეულისაგან დავამზადეთ ნაკეთობები და გამოვფინეთ. მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ფოლკლორული ნიმუშები: ცეკვები, სიმღერები და ლექსები. მაყურებლებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები. ღონისძიებამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა მნახველზე“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203