სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ
25-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ დირექცია და პედაგოგები საინტერესო გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა ღონისძიებებში რთავენ. 

მათ შორის სვირის საჯარო სკოლაში მეექვსეკლასელებს ინგლისურ ენაში ჩაუტარდათ შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი თემაზე - წითელქუდა. მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების როლი მოირგეს და ინგლისურ ენაზე სპექტაკლი წარმოადგინეს. 

ასევე ამავე სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან სოფლის ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიებაში და მონაწილეობა მიიღეს საშემოდგომო წარმოდგენაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203