ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე საინტერესო შეხვედრას დაესწრო
28-11-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე გორში პროექტის - „ჰუმანური საქართველო“, შეხვდრას ესწრებოდა. 

ის აკადემიკოს შალვა ამონაშვილის პროექტია. შეხვედრა ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მის მიმდინარობაში დამსწრეს საზოგადოება აქტიურად ჩაერთო, მათ შორის, ერთ-ერთი მარინე ტაბატაძე იყო. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ის შედეგზე, მოსწავლეთა და პედაგოგთა განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორია. ის საინტერესო ღონისძიებებსა და პროექტებში ხშირად ერთვება.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203