მუხრანის N1 სკოლაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო და მრავლისმომცველი ღონისძიება გაიმართა
25-11-2022

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლა სკოლის VII კლასში, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელის, მაია ბედიანაშვილის ხელმძღვანელობით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კიდევ ერთი გამორჩეულად საინტერესო და მრავლისმომცველი ღონისძიება ჩატარდა.

მეშვიდეკლასელები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„გიორგობის დღეს, ქარიან ამინდში, თითქოს ზეციდან დაეშვა ფერია“, ამ და კიდევ უამრავი ლამაზი ფრაზებით, ამასთანავე მუსიკალური ნომრებით დამშვენებულმა საკლასო ღონისძიებამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203