ხიხაძირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა - კობა გორგაძემ და ლიკა ცეცხლაძემ საგნობრივ ოლიმპიადაში პირველი ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს
25-11-2022

სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა - კობა გორგაძემ და ლიკა ცეცხლაძემ მონაწილეობა მიიღეს „მწიგნობარის“ მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიმპიადაში. 

მოსწავლეები ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის პირველი ხარისხის სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.

სკოლა ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ ოლიმპიადებშიც აქტიურ ჩართვას.

სკოლა მადლობას უხდის და კლასის დამრიგებელს - ნანა ხალვაშს, მოსწავლეთა წარმატებაში შეტანილი წვლისთვის, ოლიმპიადის ორგანიზატორებს - კი საინტერესო ღონისძიებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203