„შემოდგომის ზეიმია სკოლაში!“- საინტერესო და ორიგინალური სანახაობა​ ციხისძირის საჯარო სკოლაში 
25-11-2022

ჯემალ ქათამაძის სახელობის ციხისძირის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიება თქმაზე - „შემოდგომის ზეიმია სკოლაში!“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის დალი თურმანიძის ხელმძღვანელობით, 24 ნოემბერს გამართეს. 

ბავშვებმა და მშობლებმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება.

გაიმართა ​ვიქტორინა -კონკურსი შემოდგომის თემაზე. კონკურსში სამი გუნდი მონაწილეობდა - სამი შემოდგომის თვე -„სექტემბერი“, „ოქტომბერი“ და „ნოემბერი";

კონკურსის ნომინაციები იყო- 1. გუნდების მისალმება; 2. ლექსი შემოდგომაზე -მხატვრული კითხვა; 3. საუკეთესო პლაკატი შემოდგომის თემაზე; 4. შემოდგომის დეკორაციის შექმნა -ჩაცმულობა შემოდგომის ფერებში; 5. სააზროვნო 10 კითხვა; 6. კაპიტნების ბლიც-ტური; 7. თავისუფალი ნომერი -სურვილის მიხედვით, მშობლების ჩართულობით; 

„საინტერესო და ორიგინალური სანახაობა იხილა მაყურებელმა. ეს დღე მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლას არასოდეს დაავიწყდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203