ვალის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა მადლიერების დღეს საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნა 
25-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. ამის მაგალითია ინგლისური ენის მორიგი შთამბეჭდავი გაკვეთილი. 

„მადლიერების გამოხატვა ბუნებრივი ადამიანური რეაქციაა. ხშირად ვამბობთ სიტყვას - „მადლობა“ და ეს უმეტესად გაუცნობიერებლად ხდება“, - აღნიშნავს ინგლისური ენის მასწავლებელი მარი ხითარიშვილი, რომელმაც გაკვეთილი მადლიერების დღეს მიუძღვნა. მადლიერების დღე აშშ-ი ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება.

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორ უნდა გავხადოთ მადლიერება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. ესაა - დავაფასოთ წვრილმანები და თამამად გამოვხატოთ მადლიერება.

მოსწავლეებმა უყურეს ინგლისურენოვან ფილმს მადლიერების დღესთან დაკავშირებით, შემდეგ გააკეთეს კედლის გაზეთი - „მადლიერების ხე“- „thanks giving“, გამოხატეს მადლიერება მეგობრების, მასწავლებლების, ოჯახის წევრების მიმართ, მადლიერების სიტყვები დაწერეს ფერად ფოთლებზე და დააწებეს ხეს.

„მადლიერების განცდამ საოცარი დადებითი ემოცია გამოიწვია მოსწავლეებში“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203