ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში რომ მოსწავლეთა განვითარებზე აქტიურად ზრუნავენ, ფაქტია. ეს კი იმით დასტურდება, რომ მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში უდიდესი წარმატებით ერთვებიან.
სკოლა უკვე 140 წელს ითვლის, აქ დიდი ქართველი მეწერალი ოტია იოსელიანი სწავლობდა. სკოლაში ტრადიცის არ ღალატობენ და ახალგაზრდებს მამოტივირებელ, ინტერესებზე მორგებული გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, პროექტისთვის - „გააPR-ე შენი სკოლა“ ვიდეორგოლი გადაიღეს, სადაც თავად მოსწავლეები საუბრობენ სკოლის ისტორიასა და აწმყოზე. იმაზე, თუ რამდენად კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემოა. ასევე, რამდენი პროექტი თუ აქტივობა ხორციელდება.
„იყო პირველსკოლელი ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, გამორჩეულობას, ყველგან და ყველაფერში პირველობას“,- აღნიშნავს ერთ-ერთი მოსწავლე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს