„სილამაზე განსხვავებულობაშია“- წალკის N2 სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25-11-2022
წალკის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად მართავენ. 

ამჯერად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, IX-X კლასელებმა დანარჩენ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს და იმსჯელეს ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა თანასწორობა, შემწყნარებლობა, სხვადასხვა ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია და ა.შ.

„სილამაზე განსხვავებულობაშია“ - შეხვედრა სწორედ ამ ეგიდით გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203