ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში კლუბის - „ჩვენ და მედიცინა“ მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
25-11-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში კლუბური მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, კლუბ - „ჩვენ და მედიცინას“ შეხვედრა გაიმართა. მას კათედრის გამგე, ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია ფაჩუაშვილი, ხარისხის მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა დანელია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიოლოგიის მასწავლებელმა, კლუბის კურატორმა, სოფიო გველესიანმა პრეზენტაცია - „მედიცინის ისტორია და დარგები“ ჩაატარა. შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც.
აღსანიშნავია, რომ კლუბში VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები არიან გაერთიანებული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს