„შემოდგომის სურნელი“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
24-11-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მაია დავითაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს ღონისძიება - „შემოდგომის სურნელი“.

მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული საბავშვო სიმღერები და ქართული ცეკვები.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებლები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობების აღზრდა-განათლების საქმეში.

„სასიამოვნოა, ის ფაქტი რომ აღნიშნული ღონისძიება მათ პატივსაცემად გაიმართა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203