„ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნება“- ფოთის N7 სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ
24-11-2022

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის V კლასში გარემოსდაცვითი წიგნიერების, მდგრადი განვითარების მნიშვნელობის, გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ ცნობიერების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, პროექტი - „ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნება“ განხორციელდა. 

პროექტს მასწავლებლები - ქ.ჭანტურია და მ.მესხი ხელმძღვანელობდნენ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ესტუმრნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს, სადაც ბუნებრივი რესურსების უფროს სპეციალისტთან მ.ჩიქოვანთან ერთად დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი (ბიომრავალფეროვნება), ნახეს ვიდეოფილმები ნარჩენების მართვასა და ბიომრავალფეროვნებაზე. შემდეგ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა დისკუსია. 

აღნიშნულ აქტივობაში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.  

„მადლობას ვუხდით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203