ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
24-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-6 კლასის დამრიგებელმა მაია ვახანიამ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, წინასწარ შეარჩიეს საბავშვო წიგნები, წაიკითხეს, წასაკითხად ერთმანეთს გაუცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

მასწავლებელმა შესაბამისი აქტივობების - ღია და დახურული კითხვებით, ილუსტრაციებისა და კროსვორდების დახმარებით,  ყველაზე ნიჭიერი მეექვსეკლასელი გამოავლინა. მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

„წარმატებები გიმრავლოთ უფალმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203