ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასი ჩაუტარდათ
24-11-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

ისინი აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასზე რესტორან ტერასა ასკანელში იმყოფებოდნენ.

სადამრიგებლო აქტივობის - „ერთი დღე მზარეულის როლში“ ფარგლებში, მოსწავლეები ეწვიენ რესტორანს, სადაც შეფებმა ჩაუტარეს აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასი. თითოეული მოსწავლე ხალისით ჩაერთო აქტივობაში და თავიანთი ხელით მოამზადეს ხაჭაპური, გამოაცხვეს, ბოლოს კი დააგემოვნეს. 

აქტივობამ განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ მასში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც ჩაერთნენ.

კლასის დამრიგებელი ხათუნა უსტიაშვილია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203