
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლა, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა. სკოლის წარმატებაში ლომის წილი სკოლის დირექტორ როზა გველებიანს, რომელიც სკოლის კეთილდღეობაზე სამაგალითოდ ზრუნავს. ამის დასტურია, მათ შორის, საპატიო დიპლომიც, რომელიც etaloni.ge-მ როზა გველებიანს მიანიჭა.
წარმატებულ დირექტორს დიპლომი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო აქტივობა სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ჩიხარეშის საჯარო სკოლა, დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.