„ქართული კინო ხელოვნების საგანძურია“- გურკელის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
24-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებს ძალიან საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა შესთავაზა. 

მან ღონისძიება - „ქართული კინო ხელოვნების საგანძურია“ წელიწადის მიმდინარე დროის - შემოდგომის შესახებ გამართა. მოსწავლეებმა ქართული ფილმებიდან ის მონაკვეთები წარადგინეს, სადაც საუბარი შემოდგომის შესახებაა. მათ იცეკვეს, იმღერეს, სამსახიობო უნარები წარმატებით წარმოაჩინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

ღონისძიების მიმდინარეობისას მრავალფეროვნი დეკორაცია გამოიყენეს. მოსწავლეებმა დრო ძალიან ნაყოფიერად და სასაიამოვნოდ გაატარეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203