„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი“​ - ბეღლეთის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
24-11-2022

ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პოეტის 131 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - „იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი“ დიდი რუდინებითა და სიყვარულით ჩატარდა

ღონისძიება წარმართა მე-6 კლასის მოსწავლე ლიზი ართმელაძემ. პოეზიის უგვირგვინო მეფის ლექსები და წერილები წაიკითხეს მე-5 -მე-8 კლასის მოსწავლეებმა.

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა ნაზი ანთაძემ გაუწია, რისთვისაც მას სკოლაში მადლობას უხდიან. 

„მადლობა სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელს ნაზი ანთაძეს ღონისძიების ორგანიზებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203