ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა გაიმართა. მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლის - მნაცაკან აფოზიანისა და მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელის ლუსინე აფოზიანის ორგანიზებით, პრეზენტაცია მოეწყო. მასში საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.
გაიმართა მე-10 კლასის შემაჯამებელი სამუშაოს პრეზენტაცია მათემატიკაში. ნაშრომი მოამზადა და წარადგინა მე-10 კლასის მოსწავლე სვეტლანა ორჯაციანმა.
საგან ფიზიკის ფარგლებში, მე-11 კლასის მოსწავლე ჰაიასტან ბასენციანმა პრეზენტაცია - „ნიუტონის კანონები“ მოამზადა და წარადგინა.
პრეზენტაციის მიზანი იყო:
- სკოლაში მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის პოპულარიზაცია;
- კონკრეტული თემების გაიმეორება და განმტკიცება;
- შემაჯამებელ სამუშაოში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მე-10 კლასში;
- ახალი ცოდნის წარმოდგენა და განმტკიცება.
პრეზენტაციაზე ისეთი რესურსები გამოიყენეს, როგორიცაა პროექტორი და სხვა ტექნიკური საშუალებები.
იხილეთ ფოტოები: