ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში გიორგობის დღესასწაულს ღია გაკვეთილი მიეძღვნა 
24-11-2022
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად აღნიშნავენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი მნიშვნელოვან თარიღებს ყურადღების მიღმა, ფაქტობრივად, არასდროს ტოვებენ. 

გამონაკლისი არც გიორგობის დღესასწაული იყო. სკოლაში ამ თარიღს ღია გაკვეთილი მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და პრეზენტაცია წარმატებით წარადგინეს. 

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. 
III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203