„ოქროს შემოდგომა“- ნინოწმინდის N1 სკოლის მე-3 კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
24-11-2022

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართოს. 

ამასთან ერთად, ეწყობა სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება. ამჯერად, ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ მე-3 კლასში გაიმართა. ის წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. 

სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო განთავსებული, მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203