ხანდოს საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებლემა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია, „ა“ ასო გააცნო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელმა, მშობელთა ჩართულობით, სხვადასხვა მასალისგან დაამზადა ა ასო. პირველკლასელებმა სიმღერითა და ლექსებით გამოხატეს მშობლიური ენის ანბანის სიყვარული.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: