დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
24-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
სკოლაში შემოდგომის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა მოეწყო. მის მიმდინარეობაში მე-2, მე -5 და მე-6 კლასების მოსწავლეები ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ვარსენიკ ხაჩატრიანისა და ოვანეს წარუკიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ნამუშევრები დიდი მონდომებით შესარულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს. გარდა ამისა, მათ იმღერეს, იცეკვეს და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ.