„საქართველოს კუთხეები და ტრადიციები“- შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია მოეწყო
24-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

სკოლაში პროექტის - „საქართველოს კუთხეები და ტრადიციები“, პრეზენტაცია გაიმართა. მის მიმდინარეობაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. პროექტზე მუშაობისასა მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და პრეზენტაცია მოამზადეს. 

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენის კონსულტანტ–მასწავლებელი მადონა ესაკია იყო.

„მოსწავლეებმა პროექტის დაწყების დღიდან,პ მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების, ტრადიციების შესახებ და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...