გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იყო. მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მათი მასწავლებელი ვაზგანუშ აკოპიანია, რომელიც მოსწავლეების განვითარებაზე, მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203