არაგვის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გორ აივაზიანი კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
24-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გორ აივაზიანმა სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

მან კრივში, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და შესაბამისი შედეგი დააფიქსირა. 

გორ აივაზიანმა მესამე ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მიმდინარე წელს, გაზაფხულზე, გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. სკოლა სიამაყით ულოცავს გორს და მის სპორტის მასწავლებელს ამ დიდ გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203