ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პოსტერები მოამზადეს. მოსწავლეების - მარიამ გრძელიშვილისა და ნარინ ალიევას პოსტერი Rabbits birthday, ლიზი გელაშვილის პოსტერი - All about Gerogia იყო.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, პედაგოგის ნინო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მოსწავლეებმა დიდი ენთუსიაზმით შეასრულეს კომპლექსური დავალება, გადმოსცეს ის დედა აზრი, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიაზრებდით, ვსაზღვრავდით, განვიხილავდით, ვსაუბრობდით და შედეგიც სრულად მიესადაგა დასახულ მიზნებს. მადლობა თქვენ ლამაზი საფუძვლიანი ნამუშევრებისთვის“,- წერს ნინო დოხტურიშვილი.
იხილეთ ფოტოები: