რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
25-11-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ - მათ შორის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეებმა ასევე საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203