თბილისის N118 სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
24-11-2022

თბილისის N118 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მასწავლებლები მოზარდებს საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.

მიმდინარე წლის 1-14 ნოემბერს, თბილისის N118 სკოლის მე-3 კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალება  ქართულ ენაში სახელწოდებით - „ავჭალელი ბავშვები“- ასტრიდ ლინდგრენის „ბიულერბიელი ბავშვების“  მიხედვით. დავალება, მოსწავლეებს დამრიგებელმა ლონდა ლავრინენკომ შესთავაზა. 

მოსწავლეები გაეცნენ კომპლექსური დავალების პირობას, მიიღეს პრაქტიკული რჩევები დავალებაზე  მუშაობისთვის.

მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად მთლიანი სამუშაო ნაბიჯებად დაყო. 

ნაბიჯი 1. ილუსტრაციის  მიხედვით  ვარაუდების  გამოთქმა;
ნაბიჯი 2. ლექსიკონზე  მუშაობა;
ნაბიჯი  3. ეპიზოდი 1.  პერსონაჟი  გოგონების  დახატვა  ტექსტის  მიხედვით. ბრიტა  კლასში  დახატეს, ლიზა და  ანა  კი-სახლში.
ნაბიჯი 3. ეპიზოდი  2. როლებად კითხვა. ბავშვებმა  თავად  აირჩიეს  როლი  და  გაითამაშეს  აგდასთან  სტუმრობის  სცენა.
ნაბიჯი 3. ეპიზოდი 3.  პერსონაჟი  ვაჟების  ხატვა.  ბოსე კლასშივე დახატეს, ლასე და ულე კი-სახლში.
ნაბიჯი 4.  ტექსტის  გააზრება-კითხვებზე  პასუხის  გაცემა და პასუხის  სწორი  ვარიანტების  შერჩევა.
ნაბიჯი 5.  სქემის  შევსება  სურათის  მიხედვით;
ნაბიჯი 6.  სქემის  შევსება  ტექსტის   მიხედვით;
ნაბიჯი 7. სამაბზაციანი  თავისუფალი  თემის  წერა-„ერთხელ მეც უფროსივით  მეცვა“;
ნაბიჯი 8.  ილუსტრაციის  აღწერა  ნიმუშის  მიხედვით;
ნაბიჯი 9.  ილუსტრაციის გადახატვა, გაფერადება და აღწერა;
ნაბიჯი 10. ტანისამოსის  გადახატვა და გაფორმება  დეტალებით, შემდეგ -აღწერა;
ნაბიჯი 11. ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიის და მნიშვნელოვანი მოვლენების გაცნობა. ბიოგრაფიის მიხედვით მუშაობა  ტექსტის გააზრებაზე, ფაქტებისა  და მოსაზრებების  გაცნობა. ლექსიკურ და გრამატიკულ საკითხებზე მუშაობა. 
წერა-მოსაზრებების  გამოთქმა თავიანთთვის საყვარელი  ნაწარმოების  ირგვლივ.

„კომპლექსური  დავალების დასრულების შემდეგ დავალებად მივეცი წაიკითხონ ასტრიდ ლინდგრენის  „ბიულერბიელი ბავშვები“ და მწერლის სხვა ნაწარმოებები. წიგნის წაკითხვის შემდეგ უყურონ ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს. დავალების დასრულების შემდეგ ბავშვებმა შეავსეს საკუთარ თავზე დაფიქრების სქემა.დავალების დასკვნითი დღე - ტანისამოსის გადაცემის დღე, სიმბოლურად ასტრიდ ლინდგრენის დაბადების  დღეს, 14 ნოემბერს დაემთხვა!“, - გვიყვება პედაგოგი. 

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203