ზენითისა და სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა
25-11-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითისა და სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

თანამედროვე სტანდარტებით აშენდა ზენითის საჯარო სკოლის სპორტდარბაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით ჩატარდა სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაშიც. 

მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო პროცესს განახლებულ გარემოში განაგრძობენ, რაც მოტივაციას და სწავლის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. სასკოლო საზოგადოება ამ ფაქტით ძალიან გახარებულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203