ბებნისის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების კვირეული საგანმანათლებლო ღონისძიებით დაიწყო
24-11-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების კვირეული მიმდინარეობს. 

კვირეული 7 ნოემბერს საგანმანათლებლო ღონისძიებით გაიხსნა. მოეწყო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია ბავშვის უფლებებზე, ხოლო შეხვედრის დასასრულს გაეცნენ აქტივობებს, რომელსაც 2-3 კვირის განმავლობაში განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურ მოქალაქეებს ზრდიან, მათ საკუთარი უფლებების დაცვას და სხვების პატივისცემას პირველი კლასიდანვე ასწავლიან. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203