ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს ფსიქოლოგთან საინტერესო ონლაინ შეხვედრა ჩაუტარდათ
24-11-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს საინტერესო ონლაინ შეხვედრა ჩაუტარდათ. 

მათ ფსიქოლოგი, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტი სოფიო ნადირაძე შეხვდა. ის მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა, კითხვებს უპასუხა და შეხვედრა ნაყოფიერად წარმართა. 

აქტივობა ახალი მოდელის „ციფრული ტრანფორმაციის“ გამოწვევის შესაბამისად, ისტ-ის მასწავლებლისა (თ. გაჩეჩილაძე) და საინფორმაციო მენეჯერის - მარი ივანიძის მხარდაჭერით, გაიმართა. 

„როცა თვალებით გიყურებთ, ვფიქრობ, რომ განსხვავებული ხართ,
 „როცა გულიდან გიყურებთ, მე ვიცი, რომ ერთნაირები ვართ“ (დოე ზანტანა) - ასეთი ღრმა შინაარსის მქონე წინადადებით დაიწყო ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგმა სოფიო ნადირაძემ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203