„ფერადი შემოდგომა“- დაბა ლენტეხის N2 სკოლაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
25-11-2022

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

ზეიმი - „ფერადი შემოდგომა“ 16 ნოემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით, გაიმართა.

ღონისძიებაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე თემატური წარმოდგენით წარდგნენ, უფროსკლასელებმა კი მათ ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.

პატარების გასახარად, ზეიმი ჩურჩხელების ამოვლებით დაგვირგვინდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203