ჭიათურის N2 საჯარო სკოლა სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულ მე-9 კლასის მოსწავლეს - პაპუნა შუკაკიძეს გვაცნობს
24-11-2022

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.  

ერთ-ერთი მათგანი მე-9 კლასის მოსწავლე პაპუნა შუკაკიძეა, რომელიც გარდა სწავლისა, გამორჩეულია სახელოვნებო მიმართულებითაც. მან ჭიათურის მრავალპროფილიან თეატრში სპექტაკლში, ნოდარ დუმბაძის  „სისხლი“ ითამაშა და 2021 წელს ბაკურიანში „მზიანი საქართველოს“ ფესტივალში პრიზი „როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ მიენიჭა.

პაპუნა შუკაკიძე 2022 წლის 17 ნოემბერს, თეატრალურ დასთან ერთად, ლიეტუვაში ქალაქ კაუნასში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - „მასკარადი“ გაემგზავრა, სადაც პრიზი „ფესტივალის აღმოჩენა“ გადასცეს.

პაპუნა შუკაკიძე ამჟამად, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „თოვლის დედოფალში“ თამაშობს და ასრულებს „კაის“ როლს.

სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებები პაპუნას სწავლასა და სამსახიობო მოღვაწეობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203