მუხურის N1 საჯარო სკოლაში VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო საპრეზენტაციო ნაშრომები წარადგინეს
24-11-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა საპრეზენტაციო ნაშრომები საგანში - ჩვენი საქართველო, წარადგინეს. მათ მთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები მიმოიხილეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ინფორმაცია დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნული შემაჯამებელი აქტივობა სასწავლო მასალის თეორიული კურსის ნაწილს წარმოადგენს. 

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203