„სიკეთე გადამდებია“- ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
24-11-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად ახორციელებენ.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით, საქველმოქმედო აქცია - „სიკეთე გადამდებია“ მოეწყო. მოსწავლეებმა მარტოხელა, ავადმყოფი თამარა ბებო მოინახულეს, ტკბილეულითა და სურსათით გაახარეს.

აქტივობის ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ცირა კუბლაშვილი იყო. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„ბავშვებმა ერთი დღე გაულამაზეს მოხუცს, რომლის თვალებზეც „ლამაზი ცრემლები“ კიაფობდა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203