გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
25-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოაწყეს.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ნოდარ დუმბაძის ცხოვრების გზა“ ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახლ- მუზეუმი მოინახულეს. 

მოსწავლეებმა სახლ-მუზეუმში დიდი ქართველი მწერლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ინსცენირება წარადგინეს.

დღე საინტერესო და დატვირთული გამოდგა.

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა კალანდაძე გახლავთ. მე-7 კლასს კი ლია სანიკიძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203